აბსურდი:ბრიტანელი მეცნიერები
ბრიტანელი მეცნიერები — ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია, მაგრამ ვერაფერსაც პოულობს - თუ მოხდა და აღმოაჩენენ, ისიც ტრუხა ფაქტი გამოდგება. ბრიტანელი მეცნიერები წარმოშობით მოზამბიკელები არიან და არასდროს დაუდგამთ ფეხი დედამიწის ჩრდილო-ნახევარსფეროზე, რადგან ეკვატორის გადალახვისას თავბრუ ეხვევათ. აღნიშნული ნახევარსფეროს მაცხოვრებლებს ისინი უკუღმართებს უწოდებენ.
საქმით ნათქვამი[რედაქტირება]
ბრიტანელმა მეცნიერებმა ბევრი რამ აღმოაჩინეს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანეს, თუმცა მრავალი რამ კვლავ საეჭვო ბურუსითაა მოცული და აოცებს მნახველთ. ისინი დაუღალავად შეიმეცნებენ გარესამყაროს და მუდამ ახალ-ახალ აღმოჩენებს გვთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
- თუ ველოსიპედის პედალს საათის ისრის მიმართულებით დაატრიალებთ, ველოსიპედი დაიძვრება, ხოლო თუ საწინააღმდეგოდ - მუხრუჭდება;
- მაგრამ არსებობს ველოსიპედის სახეობები, რომელთა პედლების საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალისას არაფერიც არ ხდება;
- თუ საზურგიან სკამზე უკუღმა დაჯდებით, ნიკაპით შეგეძლებათ საზურგეს დაეყრდნოთ;
- რაც უფრო მეტჯერ ეცინება ადამიანს, მით უფრო მალე სწყინდება ხუმრობები;
- თუ კატას სიბნელეში ხელს ზურგზე გადაუსმევ, ნაპერწკლები გასცვივა;
- როცა მთვრალი ხარ, დროზე უნდა დაწვე, თორემ ჩაქვრება შუქი და დაიწყებ ბოდიალს;
- აფრიკაში სასმელი წყლის დეფიციტია;
- თუ ჩაიცუცქები და რამენიმე წუთის მერე უცებ გაიმართები, თავბრუ დაგეხვევა;
- ჰაერზე უფრო დიდხანს გასძლებ, ვიდრე წყალში;