აბსურდი:პადიეზდი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იდუმალი არსება, რომელიც ხოლმე პადიეზდში ბინადრობს.

პადიეზდი — მისტიური ადგილი ხალხურ თქმულებებში, სადაც ბევრი უცნაურობა ხდება, მაგრამ არავის არ უნახავს. პადიეზდით, ძირითადად, აშინებენ ბავშვებს, არაკეთილისმსურველებს და სხვა მიამიტ არსებებს.

თქმულებები[რედაქტირება]

წინა საუკუნის ბნელ ხანაში გაჩნდა ასეთი ლეგენდა :

პადიეზდში ცხოვრობდა ერთთავიანი დევი, იგი მუდამ შავებში იყო მოსილი და დევუკები ახლდა, მას ხელში გიგანტური ”ბაბოჩკა” ეჭირა, მუდამ იფურთხებოდა და იგინებოდა... თუ მასთან ახლოს გაივლიდა ვინმე, შეეკითხებოდა რა კაცი იყო და არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში ეგრევე ბაბოჩკას გაარჭობდა. ასე გრძელდებოდა წლები, სანამ არ გამოჩნდა მძლეთამძლე ვანო და არ გამოკეტა იგი ცხრაკლიტულში.

ცხოვრებისეული მაგალითები[რედაქტირება]

პადიეზდით მანიპულირების მაგალითებია:

  • ბავშვო, დროზე ამოდი სახლში, თორემ უცნობი ძია პადიეზდში ნარკოტიკებს გაგიკეთებს!
  • ეს სტატია დაუმთავრებელია, გთხოვთ, დაამთავროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიპადიეზდებენ!
  • პადიეზდი წაექცაო...
  • ისეთი ვიწრო პადიეზდი იყო, მიცვალებული პადრუჩკით ჩამოჰყავდათო.
  • პადიეზდში ისეთი მოჯვეს, სახლში თოკებით ავდიოდითო.