ვენერა ობოლაშვილი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არ ჩახედოთ თვალებში.

ვენერა ობოლაშვილი (დ. 1954) არის ცნობილი ქართველი სერიული მკვლელი, რომელმაც უკანასკნელ წლებში ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა მასთან ჩაწერილი ინტერვიუს წყალობით.

პროფესიით ობოლაშვილი სტომატოლოგია, მაგრამ ამ განხრით არასდროს უმუშავია — რა თქმა უნდა, კბილების ამოძრობაზე უფრო მარტივი ფულის ამოძრობაა. დაპატიმრებამდე იგი მეტწილად ბინების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

კრიმინალური ისტორია[რედაქტირება]

ვენერა ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ახერხებდა და ქონების დასაუფლებლად მკვლელობასაც არ ერიდებოდა.

მისი პირველი მსხვერპლი მეუღლე, იური იურკინი იყო, რომელიც ვენერამ მატარებლიდან გადააგდო, შემდეგ კი მისი ბინა 4.000 დოლარად გაყიდა. ამ დანაშაულისთვის არ დასჯილა.

შემდეი მსხვერპლი მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა იყო. ამ გზით ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა - 50.000 დოლარი მიითვისა.

მესამე მსხვერლი იყო 79 წლის მარია არზამასევა. ვენერა ამ მარტოხელა მოხუცს უზრუნველ სიბერეს ჰპირდებოდა. ობოლაშვილი ვარკეთილში, მოხუცთან ერთად, უკანასკნელის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ამბობდა, რომ მოხუცს არაფერს აკლებდა, არც იმას უარყოფდა, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა და მოხუცი სწორედ ამის გამო მოკლა, ორი თვის შემდეგ კი მისი კუთვნილი ბინა 20.000 დოლარად გაყიდა.

წიოწია მარია ძალიან მიყვარდა. ის ჩემთვის დედასავით იყო. მასაც ვუყვარდი და მეც მიყვარდა. ვუთხარი, - ვალები მაქვს, მაწუხებენ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ხომ არ გაკლებ რამეს, სიკვდილამდე თან გადაგყვები, მოდი, ეს სახლი გავყიდოთ-მეთქი. მითხრა, - ტი შტო, ს უმა საშლა? - ეტა ნი ია სუმა საშლა, ეტა ტი ს უმა საშლა, მე-თქი. ტახტიდან წამოვაგდე და კედლისკენ გავაქანე, ჯერ კამოდზე მივარტყმევინე თავი, მერე ყელში წავუჭირე და ვუთხარი, ია ტიბია ზადუშუ, ტი სტარი სუჩკა, მე-ვუთხარი. ს უმა ტი საშლა სავსემ, ს უმა ტი საშლა? მხრებზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, - ეტა ნი ია ს უმა საშლა, ტი ს უმა საშლა, ჯერ გარდერობზე მივახეთქე, მერე კედელზე მივარტყმევინე თავი. მან პირი გააღო, მივხვდი ყვირილს აპირებდა. ეს მე მივხვდი უკვე, რომ აღარ დამზოგავდა, ამიტომ, წავავლე ყელში ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე. ჩემი დედობილი სახეზე აწითლდა, ჭარხლის ფერი დაედო, ხელი გავუშვი, გავიფიქრე, ვაიმე, დავახრჩვე-მეთქი. დაბლა დავარდა, სახეზე ხელი შემოვარტყი, გამოვათრიე, ტახტზე ზურგით მივაყუდე. თავს ვეღარ აჩერებდა, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს უვარდებოდა. ვიფიქრე, ხომ არ აფერისტობს-მეთქი. ტელევიზორზე პატარა სარკე იდო. ის სარკე ავიღე და ტუჩებზე დავადე, მაინტერესებდა სუნთქავდა თუ არა. ასე ორთქლი შევამოწმე, ვნახე, სუნთქავდა. ააა, მე-თქი, შე აფერისტო, - ვუთხარი. მერე ყელში თოკი წავუჭირე და მოვახრჩვე.

ამის შემდეგ ვენერამ ცხედრის გადამალვა სცადა. მისი თქმით, მარია ტანად პატარა ქალი იყო. მკვლელობის შემდეგ ის მოკეცა (გარეთ, აივანზე ბევრი თოკები ჰქონდა), იმით შეკრა და ჩანთაში ჩადო. შორს ვერ წაიღო, რადგან მძიმე იყო და ხევში გადააგდო. ქალის დასახიჩრებული სხეული ძალოვნებმა მკვლელობიდან მალე იპოვეს და როგორც უპატრონო მოხუცი, ისე დაკრძალეს. ყველაფერი მხოლოდ ბინის გაყიდვის შემდეგ გაირკვა და ვენერა ძალოვნებს ხელში სრულიად შემთხვევით ჩაუვარდათ.

ვენერა ამასობაში ნაცნობ მაკლერს დაუკავშირდა და არზამასევას ბინა ახალგაზრდა ქალს 20.000 დოლარად მიჰყიდა. ბინის გადაფორმებისთვის მეპატრონის თანხმობა იყო საჭირო. ამისთვის ობოლაშვილმა ნოტარიუსთან მოხუცი ქალბატონი მიიყვანა, რომელიც ძალიან ჰგავდა მოკლულ ქალს და ნოტარიუსმაც ისე გააფორმა საბუთები, ეჭვი არაფერში შეუტანია.

ობოლაშვილს კონფლიქტი გარდაცვლილი მარია არზამასევას მეზობლებთანაც მოსვლია. გაირკვა, რომ ისინი მოხუცის ბინიდან ავეჯის გატანის უფლებას არ აძლევდნენ. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დეტალები ძალოვნებისთვის გახდა ცნობილი, ვენერა დაიჭირეს, შემდეგ კი მკვლელობაში ამხილეს. თავდაპირველად გამოძიება იმასაც ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას კიდევ ჰქონოდა სხვა მკვლელობები ჩადენილი. ასეთ ეჭვს ბინის ჩხრეკისას ნაპოვნი წერილი ბადებდა. იგი ვინმე ჯემალს სწერდა, რომ ღმერთზე სასაუბროდ სურდა მასთან შეხვედრა და შინ მიაკითხავდა. უცნობია, შეძლო თუ არა გამოძიებამ ჯემალის ვინაობის დადგენა და ამ კუთხით რაიმე სამხილის პოვნა.

სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა. ჩვენება აგრეთვე მისცეს მოკლული არზამასევას ბინის მყიდველმა და მისმა მამამ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეჭვი არაფერში შეუტანიათ. აგრეთვე დაიკითხა ნოტარიუსი. მისი თქმით, ბინის ვითომ მეპატრონე მოხუც ქალბატონსა და პასპორტის ფოტოზე გამოსახულ ქალს შორის საოცარი მსგავსება იყო. დაიკითხა მაკლერიც, რომლის დახმარებით განსასჯელმა ბინა გაყიდა. როგორც გაირკვა, მაკლერს განსასჯელთან ორწლიანი ნაცნობობა აკავშირებდა, თუმცა ობოლაშვილი სხვა სახელი და გვარით გაეცნო: "ორი წლის წინ განსასჯელი ლელა[1]ჯავახიშვილად გამეცნო. ჩემი რაიონიდან იყო. შარშან, ნოემბერში, ვარკეთილში ვნახე და მითხრა, რომ ბინა იყო გასაყიდი და საბუთები მას ჰქონდა. თუ ვინმე გამოჩნდებოდა, დამერეკა. ახალგაზრდა ქალი ერთოთახიან ბინას ეძებდა და ისინი ერთმანეთს დავაკავშირე. საბოლოოდ 20. 000 დოლარზე შეთანხმდნენ. 21. 000 ათასად ყიდდა ავეჯიანად. ნოტარიუსთანაც ვახლდი, თუმცა შიგნით არ შევსულვარ. იქ იყო მოხუცი ქალიც, რომელსაც ახალგაზრდა ქალიც ახლდა. ბინა გადაიფორმეს და მყიდველმა 500 დოლარი გადამიხადა. რაც შეეხება ლელას, მისთვის არაფერი გამომირთმევია, რადგან ის ჩემი რაიონელი იყო, მასთან ფულზე ლაპარაკიც არ მქონია. შემდეგ ტელევიზიით გავიგე რაც მოხდა..."

სასამართლოსთვის მიცემული ერთ–ერთი მოწმის თანახმად, განსასჯელმა კაცის მოკვლა შესთავაზა: "განსასჯელს ვიცნობ 15-20 წელია. ლელა ჩემი მეგობრის დის, მზიას კლასელია. ჩემი მეუღლე ყავაზე მკითხაობს და ლელა ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა. დაკავებამდე ერთი თვით ადრე სადარბაზოსთან შემხვდა, ჩემთან მოდიოდა. მითხრა, ერთი მოხუცი კაცია, თავში რამე ჩაარტყი და მოკალი... მე ბინა დამრჩება, გავყიდი და შენ 200 დოლარს მოგცემო. რას ამბობ, ცხოვრებაში ქათამი არ დამიკლავს და კაცს როგორ მოვკლავ-მეთქი. სხვა დროს ასეთი რამ ჩემთვის არ უთქვამს. ვიფიქრე, რადგან ნასამართლევი ვარ, იმიტომ შემომთავაზა-მეთქი. მძღოლი ვარ, ავარია მომიხდა, ამიტომ 18 თვე ციხეში ვიყავი და 2006 წელს გავთავისუფლდი. ლელას ნათქვამი არავისთვის მითქვამს, გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, ამხელა ქალია და ალბათ "დაუბერა"–მეთქი. თან სიცილით ისეთი რამეების თქმა იცოდა, გაგაკვირვებდა".

ვენერა სასამართლოზე შეეწინააღმდეგა მოწმეს: "რატომ არ იძახი იმას, რომ პოლიციაში გცემეს და იმის მერე ლაპარაკობ ასე? მე მაგას არც ვიკადრებდი. გჯერათ, რომ სადარბაზოსთან დავდგებოდი და ამას ვიტყოდი? ეს მე არ გითხარი, შენი მზია იყო, შენი ბავშვობის შეყვარებული და იმან გითხრა, მოკალი კაცი, 100 დოლარს მოგცემ და შარვალ კოსტუმსაც გიყიდიო".

"ეს ტყუილია, მზიამ კი არა, შენ მითხარი", - იყო მოწმის პასუხი. როგორც გაირკვა, განსასჯელის მეგობარი მზია, რომელიც პროცესზე ახსენეს, უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა — იგი ობოლაშვილის დაკავებამდე თაღლითობისთვის აიყვანეს.

"რა საცოდავი ხარ, სულელია და რა ვკითხო?"– მიმართა ვენერამ. მოწმემ კი უპასუხა: "სულელი რომ ვყოფილიყავი, ახლა მეც შენს გვერდით ვიჯდებოდი".

როგორც გაირკვა, არზამასევას გარდაცვალების შემდეგ ობოლაშვილმა მოკლულის კუთვნილი პენსიის აღებაც უპრობლემოდ შეძლო. მას აგრეთვე დოკუმენტის გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ. გამოძიების მტკიცებით, ობოლაშვილმა მეგობარ მზიას ყალბი ქორწინების მოწმობა დაუმზადა და ამ დოკუმენტით მზიამ დანაშაული ჩაიდინა.

სასამართლო სხდომებს ვენერა ობოლაშვილის შვილებიც ესწრებოდნენ (ვენერა ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა და სამი შვილის ჰყავდა). უფროსი ვაჟი უცხოეთში ცხოვრობდა. ქალ-ვაჟი კი ბებიასთან, მამის დედასთან, ვარკეთილში ცხოვრობდნენ. ვენერა ობოლაშვილი ბავშვების მამას მანამდე 13 წლით ადრე დაშორდა. მისი ყოფილი მეუღლე მანამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა. ობოლაშვილს შვილებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და მათზე ზრუნავდა. ნინო ხშირად სტუმრობდა დედას.

სვაბოდაზე?[რედაქტირება]

2017 წელს ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს გარეგნულად ვენერას მსგავსი ქალბატონი, რომელიც, თითქოს, ვენერა უნდა იყოს. შესაბამისად, წარმოიშვა ვარაუდი, რომ ობოლაშვილი სვაბოდაზეა, მაგრამ მისი გათავისუფლების შესახებ დადასტურება არ არსებობს.

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. ლელათი ვენერას აგრეთვე შეხვედრისას მიმართა ანატოლი კალინკამ.

ნაკადულები[რედაქტირება]