კოლოტოვის მოქტეილი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
(გადმომისამართდა კოლოტოვის მოქტეილები-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლოტოვის მოქტეილი წარმოადგენს მძლავრ ბიოლოგიურ იარაღს დემონსტრაციების, ხალხმრავლობებისა და აქციების დასაშლელად.

მოკლე ახსნა[რედაქტირება]

მისი გამოყენება დაფიქსირებულია 2009 წლის მაისის, ე.წ. გალიების აქციების დროს, როცა დაუდგენელმა პირებმა, სინამდვილეში მათ დადგენას რა უნდოდა, ნაშა კოსმოსიდან კენჭების გადადგილებასაც ხედავს, კოლოტოვის მოქტეილები დაუშინეს გალიის გარეთ მსხდომ აქციონერებს და მიიმალნენ. აქციის მონაწილეებს იმუნიტეტი ჰქონდათ, რადგან ისინი კოლოტოვის მოქტეილის ერთ-ერთ შემადგენელ იგრედიენტს ამზადებდნენ იქვე არსებულ საკანალიზაციო ლუკებზე დადგმულ ჯიხურებში და მის სპეციფიურ სუნს შეჩვეულები იყვნენ. რომ არა ეს გარემოება, კოლოტოვის მოლოტოვის ფუნქციონირება ეფექტური იქნებოდა.

შემადგენლობა[რედაქტირება]

კოლოტოვის მოქტეილის დასამზადებლად საჭიროა:

  • კოლიტის ან ფაღარათის დროს გამოყოფილი ფეკალური მასა;
  • საფუარი
  • თბილი გაზიანი წყალი
  • სქელი ცელოფანი
  • სკოჩი
  • საწრუპუნო ჯოხები
  • ალუმინის მავთული

დამზადების წესი[რედაქტირება]

კოლოტოვის მოქტეილის მთავარი ინგრედიენტის შესაბამისად ორნაირი დამზადების წესი არსებობს.

წესი პირველი - კოლიტიანი მოქტეილის კოლოტოვი ვიღებთ სქელ ცელოფანს და ვათავსებთ ფეკალურ მასას. ვაზავებთ შემთბარი გაზიანი წყლით და საფუარით, რომ მივიღოთ ბლანტი მასა. შემდეგ ჩავყოფთ საწრუპუნო ჯოხს, ცელოფანს თავს მოვუკრავთ ისე, რომ საწრუპუნო ჯოხს თავი მოუჩანდეს 5-6 სანტიმეტრზე და ჰერმერტულად შემოვახვევთ სკოჩს, ხოლო საწრუპუნო ჯოხს თავი გადავუკეცავთ და ვამაგრებთ ალუმინის მავთულით.

წესი მეორე - ფაღარათიანი მოქტეილის კოლოტოვი დამზადების წესი იგივეა, იმ განსხვავებით, რომ გაზიანი წყალი არ სჭირდება, რადგან თვითონ არის ბუნებრივად გაზავებული.

გამოყენების წესი[რედაქტირება]

გამოყენების წინ მოქტეილის კოლოტოვზე საწრუპუნო ჯოხს ვხსნით დამცავს, ვაბუყბუყებს რამდენიმე წამის განმავლობაში და ვისვრით ხალხმრავლობისაკენ. ჩვენ კი სწრაფად ვეცლებით იქაურობას.

უკუჩვენება[რედაქტირება]

არასწორი და/ან გრძელვადიანი ექსპლუატაციის შემთხვევაში ხდება თვითდეტონაცია.

რჩევები[რედაქტირება]

  • დაამზადეთ გამოყენებმადე 1-2 საათით ადრე;
  • დამზადების დროს პარკში დატოვეთ √3+1/4 წილი საჰაერო სივრცე;
  • ჩაბუყბუყების დრო დაიცავით ზუსტად, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თვითდეტონაცია.