აბსურდი:სარკოზობა 2011

ანციკლ ოპედია გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლა სარკოზი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sarkozoba.jpg

სარკოზობა — დღესასწაული,რომელიც აღინიშნება საქართველოში ყოველ ოქტომბერს,2011 წლიდან.

"გულთგონთხართა?" - გვეკითხება სარკოზი.

დაარსების ისტორია[რედაქტირება]

დაარსების ისტორია უკავშირდება ფრანგების იმპერატორის შემთხვევით ჩამოსვლას საქართველოში.2011 წელს ნიკოლა სარკოზი ესტუმრა სომხეთს საქმიანი ვიზიტით. იმპერატორმა იქ მხოლოდ ორი დღე დაჰყო, მაგრამ მოასწრო სომხური კონიაკისა და სომხური ფესვების შეძენა.როგორც აღმოჩნდა,ნიკოლა სარკოზი სინამდვილეში სარკოზიანი ყოფილა,ვინაიდან პაპამისი-დიდი ხაჩიკ სარკოზიანი ოდესღაც სამშობლოდან საფრანგეთში გაქცეულა.სარკოზის ძალიან გაუხარდა,როდესაც ნათესავები იპოვა-ბებია რიმა,ბიძაშვილი ანდრონიკი და ბიძია რუბენ.

იქიდან, აცრემლებული ნიკოლა საქართველოში გადმოვიდა,ვინაიდან მიშამ სთხოვა.

შერონ სტოუნს შურს. მაგრამ მისი სახელობის დღესასწაულიც მოგვიანებით გაიმართა.

როგორ ემზადებოდნენ[რედაქტირება]

ამ ვიზიტისთვის კიდევ მაშინ დაიწყო მზადება, როდესაც თავისუფლების მოედანზე ტრიცერატოპსები დადიოდნენ.წმინდა გიორგის ძეგლზე ფრანგების დროშა გაჭიმეს,რათა პატივისცემა გამოეხატათ,ირგვლივ სახლებზე კი სხვადასხვა ტილოები, რათა ჩამოძონძილი ფასადები დაემალათ.ტელევიზიით, 26 საათის განმავლობაში, „ქრონიკა“ , „კურიერი“ და კიდევ რამდენიმე „საინფორმაციო პროგრამა“ ამტკიცებდა-გვეშველა და ეგააო.ეხლა მოვა ის ახოვანი,ბრგე ჭაბუკი და ჩვენს მეზობელ ორ ბოროტ ლილიპუტსაც დატუქსავსო.სპეციალურად ამ დღისთვის „თბილისობა“ გადმოსწიეს. ახალი წლის და 8 მარტის გადმოწევაც უნდოდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს.

მ ო ვ ი დ ა ა ა ა ა!!![რედაქტირება]

როდესაც ნიკოლა სარკოზი,(უჰ უკაცრავად,სარკოზიანი) საქართველოში თვითფრინავის ტრაპიდან გადმოვიდა,მიშამ ეგრევე ღირსების და კიდევ რემდენიმე მედალი აჯახა,თან სომხური კონიაკის პახმელია ქართული ღვინით გაუქარვა.ნიკოლა ამობდა მეჩქარებაო, კარლა აჩენსო, მაგრამ მიშამ მაინც დააძალა-ყველა შეიკრიბა,მარტო შენღა გელოდებითო და თავისუფლებაზე წაიყვანა.ტრიბუნასთან რომ ავიდნენ, ჯერ მიშამ ილაპარაკა ცოტა(ასე 5-6 საათი) მერე კი ნიკოს გადასცა სიტყვა.სარკოზიმ გადახედა შეკრებილთ, და ოფიციალური განცხადება გააკეთა-საღოლ თქვენაო!

აქ კი იქუხა ტაშმა,ბევრს გული წაუვიდა,ბევრი ბედნიერებისგან ტიროდა (ნუ როგორ ბევრი,-მიშა),ბევრმა ეს ისტორიული ფრაზა გულზე ამოისვირიგა (ნუ როგორ ბევრმა...). ასე დასრულდა ეს დღეც.საფრანგეთის იმპერატორის ვიზიტის ბოლო კადრები ყველაფერმა გადასცა პირდაპირ ეთერში.თავისუფლების მოედანი დაცარიელდა და ცარიელ მოედანზე მხოლოდ ერთი, დროშაში გახვეული ადამიანი დარჩა, ცრემლშემხმარი,უცნაური ტატუთი და მეოცნებედ მზირალი ბოინგგადასერულ ცაში.