აბსურდი:სალიკუნა
(გადმომისამართდა სალიკუნა-დან)
სალიკუნა — გოგოს გავრცელებული ფორმა მთელს თბილისეთში და შიგადაშიგ, სხვაგანაც.
გამოირჩევა ზედმეტად გამომწვევი მოძრაობით, მაგარი ლ-თი, კლეოპატრას ვარცხნილობითა და მოპუწკულ-მომუწულტუჩებიანი ფოტოების დიდი რაოდენობით. ძირითადად დამახასიათებელია კნინობით-ალერსობითი ფორმები. მაგ: ანა - იგივე ანუკი, იგივე ანუსი, იგივე ანუწკუწკუწკუწკუწკუნები.
მათი პირიდან ხშირად გაიგონებთ ისეთი პიროვნებების სახელებს, როგორიცაა მაგალითად ვინმე ჯასტინ ბიბერი, უფროსი სალიკუნები კი ამჯობინებენ ჯაგა-ჯუგებს, უმოძრაო მოძრაობებსა და ვუუუუუუუ-ს ძახილს. ასევე დამახასიათებელია ტყლარწაობა.