ძალით ათეისტი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალით ათეისტი — თანამედროვე ათეისტის სახე, ძირითადად - ლიბერალური განწყობის. სინამდვილეში - დაკომპლექსებული და ამავე დროს, საკუთარი თავის ძიებაში მყოფი პიროვნება.

ათეიზმის შესახებ[რედაქტირება]

(მასალა ვიკიპედიიდან)

ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს).

ძალით ათეიზმი საქართველოში[რედაქტირება]

ძალით ათეიზმი კონკრეტულად ქართული მოვლენაა, თუმცა სხვა ფორმებით გამოიხატება სხვა ქვეყნებშიც. მიუხედავად ამისა, მისი ქართული ვერსია ყველაზე სასაცილო და აბსურდულია. მაგალითად, თუ ტრადიციული ათეისტი არსად ამაყობს საკუთარი ათეიზმით და უბრალოდ არ საუბრობს ამის შესახებ, საკუთარ რელიგიურ ხედვებს თავისთვის ინახავს, თანამედროვე ქართველი ათეისტისთვის ჰაერივით აუცილებელია ამის შესახებ ყველგან ყვირილი.

თავისებურებები[რედაქტირება]

ქართველი ათეისტის განმასხვავებელი ნიშნები

  • ასაკი იწყება 15 წლიდან (და შეიძლება იყოს ნებისმიერი მის ზემოთ)
  • Facebook-ში გაწევრიანებულია ათას გვერდზე და ჯგუფში, სადაც ვითომ სატირული ფორმით მიმოიხილავენ რელიგიურ ლაპსუსებს. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, იხუმრონ არა მხოლოდ ქრისტიანობაზე, ხუმრობების უმეტესობა ქრისტიანობაზეა.
  • წერს კრიტიკულ სტატიებს საქართველოს საპატრიარქოს პერსონალზე და, რა თქმა უნდა, ილია II-ზე. ან ამის შესახებ Facebook-ზე პოსტავს.
  • იმეორებს ყველა ბრუნვაში "ჯიპიან მამაოს".
  • თუ კონფლიქტი მოუვა სხვებთან ერთად ამ შეხედულებების გამო, მათ მეგობრებიდან შლის.
  • უხარია, რომ ათეისტია, ამიტომ ყველგან ამის შესახებ საუბრობს.
  • და ა.შ.

დიაგნოზი[რედაქტირება]

წადი, შვილო, საქმე ნახე.