ძორზეს ანბანი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძორზეს ანბანის მე-17 ასო

ძორზეს ანბანი წიწილურ-კვატიური დამწერლობაა, რომელზეც საუბრობენ წიწილები და კვატიები. მასში შემავალი სიტყვების გარჩევა შესაძლებელია მოკლე-მოკლე ხმოვანი იმპულსებით. წიწილურ ენაზე მასში სჭარბობს "წ" ბგერა, ხოლო კვატიურ ენაში - "ვ".

ძორზეს ანბანს აქვს უნიკალური დამწერლობა, რომელსაც ეწოდება ბატიფეხური. მისი ცნობა შეიძლება სამი დახრილი ხაზით, რომელიც ერთდება და ერთ ხაზად გრძელდება. მშვიდობის ლოგოს ფუძემდებელი ანბანის მე-17 ასოა. ბატიფეხურით წერენ ზოგჯერ ბავშვებიც, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ჰაუტროფობიისკენ. ბატიფეხურით ნაწერის გაგება ძალიან ძნელია, ზოგ შემთხვევაში - შეუძლებელიც. მეცნიერებს დღემდე ვერ ამოუხსნიათ მისი საიდუმლოებანი ბოლომდე. ცნობილ მეცნიერს, ივ ვან ზოსანს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "დამარხულ არს ბატიფეხური, ვითარცა ხახვიო".

გამოყენება[რედაქტირება]

ძორზეს ანბანი გამოიყენება წიწილებსა და კვატიებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად, კოსმოსში გასაგზავნი სიგნალების გარდასაქმნელად, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიისთვის და ყველი.