ჰარი ფათახი

Anciklopedia გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰარი ფათახი (შეცდომით ცნობილი, როგორც ჰარი პოტერი) არის მოზარდთა საყვარელი ათეისტურ-სატანისტური წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ათეისტ ჰარი ფათახის თავგადასავალი.

სულ გამოცემულია წიგნის შვიდი ნაწილი და სამი დამატებითი წიგნი - "ჰარი უსმენს მუსიკას უკუღმა", "ჰარი პატარებისათვის" და "ჰარისა და მამა გრამიტონის დიალოგი".


სიუჟეტი[რედაქტირება]

წიგნი 1 - ჰარი ფათახი და ქართულის მასწავლებლის გაქიშმიშებული მკერდი[რედაქტირება]

ამ წიგნიდან მკითხველი იგებს, თუ როგორ იზრდებოდა ჰარი ფათახი თავის სუროგატულ მშობლებთან. 10 წლის ასაკში ჰარი ხდება ათეისტი, რადგან ქართულის მასწავლებლის ძალდატანებით ყველა ბავშვი მის კლასში მარხულობს. ასევე, ჰარი გაბრაზდება, როდესაც მას მიიყვანენ მღვდელთან, რომელსაც იგი ეკითხება - "თუკი ქრისტიანი ქრისტიანია და მუსლიმანი - მუსლიმანი და ქრისტიანი ცხოვრობს ქრისტიანული წესებით, მაგრამ მუსლიმანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სამართლიანად ექცევა გარშემომყოფებს და იცავს პრაქტიკულად იგივე 10 მცნებას, მაშინ, თუკი ქრისტიანი სამოთხეში მოხვდება, მუსლიმანი მოხვდება თუ არა სამოთხეში?". მღვდელი პასუხობს, რომ მუსლიმანი მაინც ჯოჯოხეთში მოხვდება. ამის შემდეგ ჰარი ხდება ათეისტი.

წიგნი 2 - ჰარი ფათახი და ღრმა არშფოთება[რედაქტირება]

ამ წიგნიდან მკითხველი იგებს, თუ რა მოხდა, როდესაც ჰარი ფათახი მოხვდა ათეისტებისა და სატანისტების სკოლაში. მთელი წიგნის მსვლელობისას იკარგებიან მოსწავლეები, რაც იწვევს სკოლის დირექტორის და უცხოელი ექსპერტების ღრმა აღშფოთებას. წიგნის დასასრულს ცნობილი ხდება, რომ სკოლის დირექტორი თავად არის ყველაფერში დამნაშავე, ბავშვები კი მის ოთახში არიან გამოკეტილები და ლოცვებს ძალდატანებით კითხულობენ. დირექტორი მოხსნილია და მის მაგივრად ნამდვილი ათეისტი დირექტორი მოდის.