Ანციკლოპედია

ანციკლ ოპედია გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ანციკლოპედია არის ინტერნეტ-ენციკლოპედიების Uncyclopedia, Абсурдопедия და ა.შ. ერთგვარი ანალოგი და ვიკიპედიის პაროდია. დაარსდა 2008 წლის 30 ოქტომბერს.


დაარსება[რედაქტირება]

ანციკლოპედია შეიქმნა ჩიტიპედიამდე დიდი ხნით ადრე, მომხმარებელ ბოძგლდარას მიერ. თავდაპირველად ბოძგლდარას იმედი ჰქონდა, რომ განსაკუთრებით მოწადინებულები იპოვიდნენ ამ ენციკლოპედიას და მასში იმაიმუნებდნენ, ნაცვლად ეროვნული ვიკიპედიისა, რომელიც ძლივს იგერიებდა უსაქმურების იერიშებს. შემდგომში ანციკლოპედია უბრალოდ გადაიქცა პროექტად, რომელზეც მომხმარებლები დროდადრო მუშაობდნენ.


სტატიების შექმნა[რედაქტირება]

ანციკლოპედიაში სტატიები იწერება ყველაფერზე - თუკი, რა თქმა უნდა, სტატიის ძირითადი თემა ცნობილია საზოგადოებისთვის. მაგალითად, თუ სტატია იწერება პიროვნებაზე, რომელსაც მხოლოდ სტატიის ავტორი იცნობს, ასეთი სტატია ანციკლოპედიისთვის უსარგებლოა. სტატიას არ აქვს სიტყვების ლიმიტი, მაგრამ აქვს სასურველი მინიმუმი - 2 და მეტი წინადადება.


მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს თქვენ კითხულობთ სერიოზულად ნაწერს, თავად სტატიები არ უნდა იყოს სერიოზული, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ სურათებისგან ან მოსაწყენი სამეცნიერო ტექსტებისგან და უნდა გამოხატავდეს თუნდაც ერთ-ერთ წარმოდგენას ამა თუ იმ საკითხზე.