37 მანეთი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურა დოიჯაშვილის "ტანია და გალია".

37 მანეთი არის საბჭოთა კავშირში დაბადებული ქართველის ცნობიერებაში არსებული სანატრელი დროის სინონიმი. ასოცირდება ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორთან, რომელთა ახსნა ქვემოთ არის მოცემული.

წარმოშობა[რედაქტირება]

37 მანეთი საბჭოთა დროს იყო ერთმორწმუნე მეზობელთან გადასაფრენი ბილეთის ფასი.

მემატიანეები[რედაქტირება]

37 მანეთის ეპოქის მემატიანეები დღეს ყველგან შეგხვდებათ. 100 პროცენტიანი გარანტია ასეთ ადამიანთან შეხვედრისა არის ტაქსის დაჭერა. ტაქსში ჩაჯდომა და რუსეთის ხსენება იწვევს ტკბილ მოგონებებს. ტაქსისტი უმალვე იწყებს მოყოლას:

  • თუ როგორ დაამთავრა ორი უმაღლესი
  • როგორი ხელფასი ჰქონდა
  • რას ჰყოფნიდა ეს ხელფასი
  • რა ღირდა პური და კალბასი
  • 37 მანეთად რუსეთში გადაფრენა
  • იქაურ რესტორანში ქეიფი
  • ტანიას და გალიას სასტუმროს ნომერში აყვანა
  • საღამოს შინ ჩამოსვლა