Ctrl+Alt+Del

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ctrl+Alt+Del - ბატონი დათოს ბრენდული კლავიატურა.

Ctrl+Alt+Del — კლავიატურის სამი კლავიშის კომბინაცია. თავდაპირველად გამოიყენებოდა ოპერაციულ სისტემაში CP/M და იწვევდა კომპიუტერის გადატვირთვას.

ეფექტები[რედაქტირება]

DOS და სხვები (Win 1, Win 3.11)[რედაქტირება]

აქ კომბინაცია ავტომატურ გადატვირთვას იწვევდა, თუმცა კომპიუტერი ხოლმე უარს ამბობდა ამ ბრძანების შესრულებაზე. Win3.1-იდან მოყოლებული, კომბინაცია იწვევდა ლურჯ ეკრანს, რომელზეც მომხმარებელს სთავაზობდნენ ჩამოკიდებული პროგრამის Enter-ით განადგურებას. კომბინაციის ხელმეორედ აკრეფისას სისტემის გადატვირთვა ხდებოდა.

Windows 9x, ME[რედაქტირება]

Win 95-იდან მოყოლებული ჩნდებოდა ამოცანათა მმართველი, შემდეგ სისტემა სწრაფად გადაიტვირთებოდა. თუკი სისტემა უბრალოდ დაკავებული იყო, ხტებოდა სიკვდილის ლურჯი ეკრანი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა კომბინაციის გამეორებით სისტემის გადატვირთვას.

NT (NT4, 2000, 2003)[რედაქტირება]

NT ტიპის სისტემებში კომბინაციით ხდებოდა სისტემაში შესვლის ფანჯრის გააქტიურება, სადაც სახელი და პაროლი უნდა შეგეყვანათ. ამის შემდეგ მომხმარებელი უსაფრთხოების მენიუში ხვდებოდა. ამოცანათა მმართველს იძახებდა სხვა კომბინაცია - Ctrl+Shift+Esc.

Windows XP[რედაქტირება]

XP კომბინაცია უბრალოდ ფრანკენშტეინი გახდა. უსაფრთხოების პარამეტრებიდან გამომდინარე, კლავიშების დანიშნულებაც იცვლებოდა. სისტემაში შესვლის ფანჯრის შემდეგ ამ კომბინაციის გამოყენებით ჩნდებოდა უსაფრთხოების მენიუ, როგორც NT-ში. ხოლო მისალმების ეკრანის გამოჩენისას Ctrl+Alt+Del კვლავ ამოცანათა მმართველი ხტებოდა, მაგრამ კომბინაციის ორმაგი გააქტიურებისას - სისტემაში შესვლის ფანჯარა. ამის შემდეგ შეიძლებოდა ჩვეულებრივ რეჟიმში დამალული ადმინისტრატორის ანგარიშით შესვლა (თუკი მას არ ჰქონდა დანიშნული რამე პაროლი).

Vista/Windows 7/Windows 8[რედაქტირება]

ამ სისტემებში კომბინაცია იძახებს ცალკე ეკრანს სხვა მოქმედებებით, ხოლო ამოცანათა მმართველის გამოძახება შეიძლება Ctrl+Shift+Esc-ით.

Linux[რედაქტირება]

ამ პინგვინოსან სისტემის დისტრიბუციათა უმეტესობაში კომბინაცია იწვევს სისტემის გადატვირთვას, თუმცა სპეციალურად ფაილში შეიძლება პარამეტრების შეცვლა, რის შემდეგაც კომბინაცია გააკეთებს ყველაფერს - იმასაც.

Mac OS[რედაქტირება]

საერთოდ არ მუშაობს. საჭიროა Alt+Cmd+Esc-ის აკრეფა.

სხვა თემები[რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.uncyclopedia.info/index.php?title=Ctrl%2BAlt%2BDel&oldid=3933“-დან