აბსურდი:Okul Defteri

ანციკლ ოპედია გვერდიდან
(გადმომისამართდა Okul Defteri-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიფტერიით დაავადებული ბავშვი მკურნალობს Okul Defteri-თ ღამის ქოთანში

Okul Defteri — ანტიინფექციური შრატი, რომელიც იცავს ბავშვებს დიფტერიისაგან. თვითონ დასახელება ასე იშიფრება: ზვიგენის დიფტერია, რაც ხაზს უსმავს მის ელეგანტურობასა და საიმედოობას.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ოკულ დეფტერიმ ფორმა შეიცვალა და შრატის ნაცვლად რვეულის სახე მიიღო, რომელიც იძულების წესით დაურიგდა მოსწავლე ახალგაზრდობას. პრეპარატი მიიღებოდა შემდეგი სახით:

  • შუა ფურცლების ამოხევით, დაგორგვლით და პაციენტზე სროლით;
  • პატარა ფურცლის მოხევით, დაგორგვლით და პაციენტზე ტრუბკით სროლით;
  • უკანა გვერდებზე აბდა-უბდის ხატვით.

იგი არანაირად არ გამოიყენებოდა საშინაო დავალებების საწერად! ჯანმრთელ ბავშვს წლის ბოლოსაც კი ყველაზე სუფთა და თხელი რვეული ჰქონდა, უკანა ფურცლებზე ნაჯღაბნების გარდა.