აბსურდი:კოჰაბიტაცია
კოჰაბიტაცია ეწოდება მომდევნო მთავრობის მიერ წინა მთავრობის წევრების, გლეხურად რომ ვთქვათ, ჩინჩვლას, დაპეპლვას, წერაობას, იშტი-მიშტის, შვლიპიჭურს და ა.შ.
ეს არის ერთობ საერთაშორისო და გამჭვირვალე პროცესი, რადგან არასწორი კოჰაბიტაციის შემთხვევაში ამას მოჰყვება მოძმე ერების შეშფოთება ან ღრმა აღშფოთება, რაც იწვევს ვიშვიშს საზოგადოების ერთ ნაწილში, ხოლო მეორეში - ანტაგონისტურად განწყობას.
მოქმედების რადიუსი[რედაქტირება]
კოჰაბიტაციის მოქმედების რადიუსი ჯერ არ განსაზღვრულა, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმპციის რადიუსს ორჯერ აღემატება. ამის გამო კოჰაბიტანტები ხშირად აპელირებენ ზეწოლაზე.
წყარო[რედაქტირება]
კოჰაბიტაციის პირველაღმომჩენია Chombe, რომელმაც დაგმო ეს ფაქტი, მცირე გამონაკლისების გარდა.