აბსურდი:17 მაისის დარბევა

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
განრისხებული კლოუნი კრასტი

17 მაისის დარბევასაქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სახალხო შეკრება. ამ შეკრებიდან ხალხს ყველაზე მეტად დაამახსოვრდა:

  • ტაბურეტკიანი კლოუნი კრასტი
  • ავტობუსში მჯდარი ხინკლის კუჭები
  • ჰაერში მფრინავი ავტობუსზე გადმომხტარი კენგურუ
  • მორბენალი ციყვები, რომლებიც გზა და გზა კითხულობდნენ ედგარ პოს პოეზიას.

რა ხდებოდა მანამდე[რედაქტირება]

ხინკლის კუჭებმა აქციამდე დიდი ხნით ადრე განაცხადეს, რომ აპირებდნენ რუსთაველზე მსვლელობას. მსვლელობა მიზნად ისახავდა ხინკლოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საკუთარი აზრის გამოხატვას. ქალაქ თბილისის მერია ხინკლის კუჭებს შეუთანხმდა და დახმარებაც აღუთქვა.

კლოუნები[რედაქტირება]

თბილისის სახელმწიფო ცირკის დამსახურებულმა კლოუნებმა გადაწყვიტეს, დაეცვათ ქალაქის ღირსება, ვინაიდან თვლიდნენ, რომ თბილისის სიმბოლოს წარმოადგენდა ცირკი და მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც უკვე დიდი ხანია, გამოყარეს, ჟონეტისა და იოგის მცოდნე დამსახურებული მუშაკები. ამიტომ კლოუნი კრასტი გამოვიდა და თქვა, რომ დაიცავდა ქალაქის ღირსებას, თუმცა ამას მხოლოს მშვიდობიანი გზით მიაღწევდა.

აქციის მსვლელობა[რედაქტირება]

ციყვები მორბიან და კითხულობენ ლექსებს

კუჭები შეიკრიბნენ რუსთაველზე და ციგნებისგან თავის არიდებით (ამჟამად უკვე უცნობია, აკადემია/კონსერვატორიიდან აიარეს თუ ფოსტის/ოპერის გზით ჩაიარეს) მოხვდნენ თავისუფლების მოედანზე. მას შემდეგ, რაც ყოფილი მერიის საათმა ჩამოჰკრა 2:00, იგი ჩამოდნა. ერთ-ერთმა გამვლელმა ახსენა, რომ ეს სალვადორ დალის ნახატს ჰგავდა. კლოუნები, რომლებიც ამ დროისთვის იმყოფებოდნენ მოედანზე, დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ სალვადორ დალი ქართველობას გვართმევს. ამიტომ სასწრაფოდ დაიჭირეს ეს გამვლელი და გაუშვეს ჭრა-კერვის კურსებზე გნესინების სახელობის რუსეთის მუსიკალურ აკადემიაში. ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ამ დროს არ იყო დაკავებული რუსეთის ვიზის მოპოვებით, გადავიდა მოედანზე და თავს დაატყდა იქვე მდგარ ავტობუსს, სადაც კუჭები იმალებოდნენ.

ხინკლის კუჭები, სანამ ორიენტაციას შეიცვლიდნენ.

კუჭები სხვაგანაც იმყოფებოდნენ და მათ კუდში მისდევდნენ ციყვები, რომლებიც გზა და გზა კითხულობდნენ ედგარ პოს პოეზიას. განრისხებას საზღვარი არ ჰქონდა. კენგურუ, რომელიც მერიოტზე იჯდა, გადმოხტა ავტობუსზე, მაგრამ ვერ მოზომა და სადღაც 42-ე სართულს რომ ჩაუფრინა, იმშობიარა. მიხეილ-გელა სალუაშვილმა აღნიშნა, რომ მან იმ დღეს სატანა შობა.

დასრულდა იმით, რომ კლოუნი კრასტი მოვარდა ტაბურეტკით და ყველა ბოროტი კუჭი გააძევა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. ამრიგად, ქართველების ღირსება დაცული იქნა.

ამერიკის ელჩი[რედაქტირება]

ამერიკის ელჩმა დაგმო კუჭებზე ძალადობა, მაგრამ კრასტიმ თქვა - საკუთარ კუჭებს მიხედეთო! თუმცა ელჩი მაინც თავისას განაგრძობდა, ვინაიდან ამერიკაში ხინკალი არ აქვთ. განრისხებულმა კრასტიმ აგინა მაკდონალდსს, KFC-ს და სხვებს, რაც ელჩმა შეურაცხყოფად მიიღო. ამჟამად კრასტი დაკავებულია და საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში ამ საკვები ქსელების თითოეული კერძის თითოეულ ინგრედიენტს.