აბსურდი:Okul Defteri
Okul Defteri — ანტიინფექციური შრატი, რომელიც იცავს ბავშვებს დიფტერიისაგან. თვითონ დასახელება ასე იშიფრება: ზვიგენის დიფტერია, რაც ხაზს უსმავს მის ელეგანტურობასა და საიმედოობას.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ოკულ დეფტერიმ ფორმა შეიცვალა და შრატის ნაცვლად რვეულის სახე მიიღო, რომელიც იძულების წესით დაურიგდა მოსწავლე ახალგაზრდობას. პრეპარატი მიიღებოდა შემდეგი სახით:
- შუა ფურცლების ამოხევით, დაგორგვლით და პაციენტზე სროლით;
- პატარა ფურცლის მოხევით, დაგორგვლით და პაციენტზე ტრუბკით სროლით;
- უკანა გვერდებზე აბდა-უბდის ხატვით.
იგი არანაირად არ გამოიყენებოდა საშინაო დავალებების საწერად! ჯანმრთელ ბავშვს წლის ბოლოსაც კი ყველაზე სუფთა და თხელი რვეული ჰქონდა, უკანა ფურცლებზე ნაჯღაბნების გარდა.