ბორშჩი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთელი მათლაფა ბორშჩი

ბორშჩი არის ყველაზე საზიზღარი საჭმელი, რომელსაც დედა გვაჭმევდა ბავშვობისას. იგი აუცილებლად მაძღარზე უნდა გვეჭამა ჩვენი სურვილისდამიუხედავად და აუცილებლად 1 მათლაფა, თუ კარგი ბავშვი იყავი, დამატებაც უნდა მოგეთხოვა.

შემადგენლობა[რედაქტირება]

ბორშჩი მზადდება კომბოსტოს, სტაფილოსა და ჭარხლის კომბინაციით, უსასაზიზღრეს მოხრაკულ ხახვთან ერთად. ბორშჩში ერთადერთი ნათელი ინგრედიენტი არის კარტოფილი. სურვილისამებრ, ამატებენ არაჟანს.

მუტაცია[რედაქტირება]

ბორშჩის სახელი მეორენაირად არის ბორში, რადგან პატარაობისას ბავშვები ვერ გამოთქვამენ ამ სიტყვას კარგად, ხოლო გაზრდისას კი ეჩვევიან.

იცით თუ არა, რომ...[რედაქტირება]

კაცს მეზობელი შემოესწრება ვახშმისას.
-გინდა გუშინდელი ბორშჩი გაჭამო? - შეეკითხა მასპინძელი.
-როგორ არა, მინდა! - უპასუხა მეზობელმა.
-მაშინ ხვალ გამოიარეო, - მიუგო მასპინძელმა და ბორშჩით სავსე კოვზს სული შეუბერა.