თურქეთი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი: წკრიალა
მოსახლეობა: 70 მლნ.
ჩვენი ტყვეებიანად: 75 მლნ.
ვალუტა: შებრუნებული ლარი
დროშაზე ასტრონომიაა ასახული

თურქეთიჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძმობილი ქვეყანა. დაარსების პირველი დღიდან მხარში გვიდგას, არასოდეს გადმოდის ჩვენს ტერიტორიაზე. თუ შემთხვევით რამე ტერიტორიას მიიტაცებს - ბოდიშით და დიდი მოწიწებით უკან გვიბრუნებს.

ფუნქციები[რედაქტირება]

ადანდალი-დანდალი[რედაქტირება]

ბოლო წლებში გახდა მუსიკალური ტურიზმის ერთ-ერთი მექა. მაგალითად, თუ რომელიმე მუსიკოსის კონცერტზე აპირებენ წასვლას, ეგრევე ამბობენ „აუ თურქეთში ჩამოვიდეს“. თუ ვინმეს სურს ლუი არმსტრონგის, მოცარტის ან ჩორტ ზნაეტ როდის დაშლილი ბიტლზის ხილვა, ეგრევე თურქეთზე ფიქრობს. [1]

დამუნათება[რედაქტირება]

თურქეთი გამოიყენება დაეჭვებული ელექტორატის დამუნათება-დასაშოშმინებლად. იგი პირველად გამოიყენა შევარდნაძემ, რომელმაც დაგვამუნათა: "თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია"-ო. დამუნათების ამ ხერხს სხვადასხვა ინტენსივობით იყენებენ მისი შემდგომმორბედები.

საქმიანობა[რედაქტირება]

თურქები თავს ირჩენენ შეშისმჭრელობით. ისინი თავიანთ ტყეებს ჩეხენ და მდინარე მტკვარს ატანენ მორებს კასპიის ზღვამდე. თუმცა ისინი დანიშნულების ადგილს იშვიათად აღწევენ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ბრაკონიერები მორებს წყლიდან იღებენ და თურქეთში გააქვთ გასაყიდად.

ეს გახსომთ?[რედაქტირება]

ლიწინ-ლიწინები[რედაქტირება]

  1. აქ დიდი ფენომენია დამალული - ზოგი ზედმეტად ჭკვიანი, რომელსაც თავი ინტერნეტის გენიოსი ჰგონია, ვერ კი ხვდება, რომ არსებობს საიტი კონცერტების განრიგით.