როგორ:როგორ ვწეროთ ანციკლოპედიაში?

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქ განმარტებულია ტექსტის ფორმატირების წესები.

ფსიქოლოგიური მომზადება[რედაქტირება]

როგორც ანციკლოპედიის წესები გვამცნობენ, არც არავინ გვაჩქარებს და არც არავინ გვაძალებს რამის დაწერას, ამიტომ კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქოთ, მერე ამოვისუნთქოთ, მერე ისევ ჩავისუნთქოთ და მზად ვიქნებით.

რაზე ვწეროთ[რედაქტირება]

  • შეგიძლიათ, გახსნათ ახალი გვერდი და ანციკლოპედიის შეზღუდვების გათვალისწინებით დაწეროთ თქვენთვის სასურველი სტატია,
  • ან უკვე არსებულ სტატიებში რომელიმე წითლად დაწერილ სიტყვას მიაკლიკოთ მაუსი და შექმნათ ამ სიტყვის შესახებ სტატია,
  • ანდაც რომელიმე სტატიის რედაქტირებას დააჭირეთ, არსებული ჩვეულებრივი სიტყვა ჩასვით [[ოთხ კვადრატულ ფრჩხილში]]. შენახვის შემდეგ სიტყვა გაწითლდება და გამოიყენეთ მეორე წესი.

ფორმატირების წესები[რედაქტირება]

ფორმატირების წესებში გასარკვევად მცირე ინსტრუქციაა საჭირო. ზოგი სიტყვა ბრუნვაშია და იმ სიტყვის სტატიის შესაქმნელად საჭიროა სიტყვის ფუძე. მაგალითად, წინადადებაში:

ქათამი ხან იქით გადამხარბარკალნისკარტკისერკურტუმდებოდა, ხან აქეთ გადმომხარბარკალნისკარტკისერკურტუმდებოდა

გვინდა შევქმნათ სტატია "მხარბარკალნისკარტკისერკურტუმება"-ზე. თუ ყურადღებით დააკვირდებით, წინადადებაში ამ სიტყვას დამატებული აქვს მიმართულებისა და დროის აღმნიშვნელი თავსართ-ბოლოსართები.

ამისთვის ვარედაქტირებთ შემდეგნაირად:

[[ქათამი]] ხან იქით [[მხარბარკალნისკარტკისერკურტუმება|გადამხარბარკალნისკარტკისერკურტუმდებოდა]], ხან აქეთ [[მხარბარკალნისკარტკისერკურტუმება|გადმომხარბარკალნისკარტკისერკურტუმდებოდა]].

მივიღებთ:

ქათამი ხან იქით გადამხარბარკალნისკარტკისერკურტუმდებოდა, ხან აქეთ გადმომხარბარკალნისკარტკისერკურტუმდებოდა.


შეუკვეცავფუძიანი სიტყვების შიდა ბმულში ჩასმა კი იოლია, მაგალითად, ცოტა ზემოთ დაწერილის კოდს უბრალოდ ფრჩხილებს გარეთ ემატება ბრუნვის ნიშანი:

სიტყვის სტატიის შესაქმნელად საჭიროა სიტყვის ფუძე.