საქართველო

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Angryface.pngდაუმთავრებელი
ეს სტატია მიხლაფორთებულია. ვისაც სტატიის წერა ეზარება, იმას უპადიეზდებენ. გთხოვთ, დაასრულოთ ეს სტატია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცრემლსადენი საშუალებით გააგდებენ აქედან.

საქართველო, იგივე მურთაზლენდი — აღთქმული ქვეყანა, რომელიც ბინადრობს ორ ზღვას შუა. იგი იმდენად აღთქმული ქვეყანაა, რომ მის ყველა მაცხოვრებელ ბიჭს მურთაზი ჰქვია, ხოლო გოგოებს - მაყვალა. მურთაზლენდის ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ გულით ქართველები.

ისტორია[რედაქტირება]

საქართველო ერთობ გაბრწყინებული ქვეყანა იყო XII საუკუნეში. მისი სახელმწიფოებრივი ჩანასახი ჩვ.ჭღ.ხრ.ო. 8 წელს ჩაისახა. ისტორიის უღელტეხილმა ბევრი რამ უარესობისკენ შეცვალა და რენესასნის ხანის შემდგომ პერიოდში მურთაზლანდიამ დეგრადაცია დაიწყო. მურთაზებისა და მაყვალების გარდა გამოჩნდნენ გუკაჩოები და სალიკუნები, ბიჭოლები და ნანკები, რომლებმაც ძერსკე ნაროდის სექტა ჩამოაყალიბეს და მურთაზლანდიის თვითმყოფადობის საძირკველს წყალი შეუყენეს.

ენა[რედაქტირება]

ქართველები უაღრესად სცემენ პატივს საკუთარ ენას. ქართული ენის გრამატიკა დროდადრო იხვეწება, ემატება და აკლდება სიტყვები. ქართველები განთქმულები არიან საკუთარი ენის გაუპატიურებით.