სიკვდილის ლურჯი ეკრანი

ანციკლ ოპედია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"სიკვდილის ლურჯი ეკრანი" (ვარესები წერია სინამდვილეში)

სიკვდილის ლურჯი ეკრანი არის და მოასწავებს სიცოცხლის მწვანე წრის ჩადებას თქვენს კომპიუტერში და მისთვის ახალი სულის შთაბერვას ვინდოუსის სახით. მისი გამოჩენა ძალიან ახარებთ ბავშვებს, რადგან ჰგონიათ, რომ კომპიუტერის ახალ ფუნქციას მიაგნეს, საიდანაც ჯადოსნური სამყარო გადაეშლებათ მონიტორზე. დამსხვრეულ ოცნებებზე საუბარი არ მსურს...

წარმოშობა და მიზეზები[რედაქტირება]

სიკვდილის ლურჯი ეკრანი წარმოიშვა ომეგადან, რომელიც წარმოადგენს ბილ გეიტსის თანდაყოლილ წყევლას: "არა იყოს ეკრანი მუდამ ფერადი, ოდენ გალურჯდეს, არცა კირჩხიბი მართლად ვალს". ამ წყევლის თავიდან აცილებისთვის კომპიუტერი პლედში უნდა გვქონდეს გახვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, სიკვდილის ლურჯი ეკრანი მაინც გამოესახება მის მონიტორზე.