აბსურდი:წიწილა

ანციკლ ოპედია გვერდიდან
(გადმომისამართდა წიწილა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელას დაენძრა

წიწილა — დაუდგენელი წარმომავლობის მოყვითალო ან მოშავო არსება, რომელიც იჩეკება თეთრ ან მოწითალო ელიფსოიდისაგან, რომელსაც მეცნიერებმა კვერცხი უწოდეს. კვერცხი, თავის მხრივ, იბადება ქათმისაგან. აქედან დგინდება, რომ წიწილა ქათმის შორეული ნათესავია.


წიწილები საუბრობენ ძორზეს ანბანის მეშვეობით. მაგალითად: "წი-წიწი, წივ პი წიჰ, წი წი წი, წიავ, წიჰ წივ!" რაც ასე იშიფრება: "წიწილამ ქორი წაიღო, იძახდა წიავ-წიასა!" რაც, თავის მხრივ, ასე იშიფრება: "მაშ, ძმა ყოფილა ის შენიო!"


მოყვანილი შემთხვევიდან ჩანს, რომ წიწილებიც ქათმებზე არანაკლებ აგრესიულები არიან, თუმცა ხანდაზმულობის სიმცირის გამო სისასტიკეს მოფარებულ ადგილებში ავლენენ.