Ვიკიპედია
ვიკიპედია არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უსაქმური და ტვინიკოსი ხალხის შეკრების ადგილი ინტერნეტში, რომელსაც უნამუსოდ უწოდებენ თავისუფალ ენციკლოპედიას.
ისტორია[რედაქტირება]
ჩამოყალიბება[რედაქტირება]
ვიკიპედია ჩამოყალიბდა იმ ადამიანების ინიციატივით, რომლებიც არ მოხვდნენ სხვადასხვა სტრუქტურაში. მომავალი თაობების აზროვნების დამონების მიზნით მათ შეაგროვეს ფული, იყიდეს სერვერი და გახსნეს ვებ-გვერდი, რომელზეც თავი მოუყარეს ცნობილი ფაქტების საკუთარ ინტერპრეტაციებს. ერთდროულად გაიხსნა ვიკიპედიები ყველა ენაზე. პირველი ფაქტი, რომელიც ქართული ვიკიპედიელების მიერ იქნა დამახინჯებული, წარმოდგენილი იყო სტატიის დიდგორის ბრძოლა სახით, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, თითქოს ამ ბრძოლაში სომეხმა გაიმარჯვა. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ვიკიპედია სომხების არის. დღემდე ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.
კორუფცია[რედაქტირება]
ქართული ვიკიპედიის ხშირი სტუმარი იყო დავით აქუბარდია, რომელსაც ამ რესურსზე ეძინა კიდეც. იგი ვიკიპედიელებს ურიცხავდა თითო ლარს დღეში (თითოეულ წამყვან ვიკიპედიელს) და წერდა დიდ ტყუილებს. ერთხელ, სანამ მას ეძინა, ვიკიპედიაში შევიდა სპეცნაზი, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გადაასხა იქაურობას და გააძევა ბ-ნი დავითი.
ვიკიპედიელები[რედაქტირება]
უფროსობა[რედაქტირება]
მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილია და თითქმის არავის ჰყავს ნანახი. ერთ-ერთი მათგანი ერთხელ გამოჩნდა ალმოკიდებულ ბუჩქში.
შემოქმედები[რედაქტირება]
უბრალოდ არც ისე თავისუფალი შემოქმედები, რომლებიც შეკვეთილ სტატიებს წერენ.
ვიკიმანები[რედაქტირება]
ავადმყოფი ვიკიპედიელები, რომლებიც ვერ ცოცხლობენ ვიკის გარეშე. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი მოარიდეს ვიკიპედიას და მას მკვეთრი ლომკა დაეწყო. ასეთი ადამიანები ხშირად ჩანან ქუჩაში. მათი ამოცნობა შესაძლებელია თვალებში ჩახედვით, სადაც ოთხი კვადრატული ფრჩხილი ჩანს.
ვანდალები[რედაქტირება]
წმინდა საქმის ჩამდენი ხალხი. სამწუხაროდ, მათ ვიკიპედიაში ცუდად ეპყრობიან - მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სტატიებს აფუჭებენ.
ვიკიპედიის შინაური ცხოველები[რედაქტირება]
ვიკიპედიის შინაური ცხოველები არიან ადამიანები, რომლებიც ფეხმორთხმულები ზიან და სპილოებს უნამუსოდ უყურებენ შიგ შუბლში.